როგორ დაიკლო წონაში მეგან მარკლიმ?

868
სასექსის წყვილის ნიუ-იორკში ბოლოდროინდელი ტურის დროს ბევრმა შენიშნა, რომ მეგან მარკლი ჯერ კიდევ არ არის საუკეთესო ფორმაში.
მეგანის ყოფილმა მწვრთნელმა კრეიგ მაკნამიმ ჟურნალ „ქალთა ჯანმრთელობას“ 2018 წელს გაუზიარა, რა გააკეთა მეგან მარკლმა მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად.
მისი თქმით, ვარჯიშის დროს მათ ბევრი დრო დახარჯეს მარკლის აღნაგობის გაუმჯობესებაზე და ეს, ცხადია, დაეხმარა მსახიობს წონის კლებაში. „საერთო ჯამში ჩვენ გვქონდა მთელი რიგი მიდგომები და რადგან მეგანი მუდმივად ეკრანზე იყო, ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება აღნაგობაზე. ეს მოიცავდა ვარჯიშებს ბარძაყის უკანა ნაწილზე, დუნდულებს, ზურგსა და მხრებს, მუშაობას სხეულის კუნთებზე (პრესი, ზურგი, მუცლის დახრილი კუნთები, მენჯი)“.
აღნაგობის კორექციის თერაპევტმა ელეონორ ბარტმა უთხრა Hello!-ს, რომ ეს კონკრეტული რეჟიმი შეიძლება სასარგებლო იყოს წონის კლებისთვის.
„კარგი პოზა არ არის მხოლოდ პირდაპირ ჯდომა, ან პირდაპირ დგომა, ეს არის სხეულის თითოეული კუნთისა და სახსრის მოძრაობის დიაპაზონის შენარჩუნება. მიზეზი, რის გამოც კარგი პოზა გეხმარებათ წონის დაკლებაში, არის ის, რომ ის ხელს უწყობს სხეულის თითქმის ყველა ნაწილის ეფექტურობას. სხეული მუშაობს მთლიანად, ამიტომ თქვენი კუნთოვანი სისტემის ფუნქცია (ან მისი ნაკლებობა) იმოქმედებს იმაზე, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ იფიქროთ, ისუნთქოთ, ამოძრავოთ ლიმფა, გადაამუშაოთ საკვები და მოიშოროთ ნარჩენები“, – ამბობს თერაპევტი.