ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი – დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.
მედიაში ვრცელდება მომხდარის გამო აღელვებული მსახიობის ფოტო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს.
დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის დამატებით დეტალები უცნობია.
მსახიობი გამომძიებლებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.