“დილიდან ვიყავი ცუდად, რატომღაც მეგონა, კოვიდი მქონდა“

692

ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა:

“დილიდან ვიყავი ცუდად, რატომღაც მეგონა, კოვიდი მქონდა და სანამ ტესტის პასუხს მივიღებდი (საბედნიეროდ, არ აღმომაჩნდა), მხოლოდ იმას ვხედავდი, როგორ მაცხადებდა ოპოზიციის კოალიცია ქოცად, როცა ჩემი დაინფიცირება გამჟღავნდებოდა. გუშინ, ყველა ერთად მეჯდა სტუდიაში)))))).

მელიას, თავისი მოადგილეებით, იძულებით იზოლაციაში გაუშვებდნენ და მთელი კამპანიის ჩაშლა, უეჭველი,მე დამბრალდებოდა . გატყავებას და ოპოკოცონზე დაწვას გადავრჩი. კოვიდზე მეტად მაგაზე ვნერვიულობდი, რას მიზამდნენ ოპოზიციის მომხრეები, ვის დავაჯერებდი, ქოცების მიგზავნილი რომ არ ვიყავი.”