ილოცეთ, დღეს ვინც ეს ჩაიდინეთ, დედა კარგად იყოს, ეხლა ცუდათ მყავს, ილოცეთ
თქვე ფაშისტებო. ვერ გამაჩუმებთ, ვერა, თქვე ნაც-მწამებლებო ვერა, – ამის შესახებ
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ოდესმე თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჟურნალისტისთვის კომენტარი არ მიმეცა?! ოდესმე თუ ყოფილა შემთხვევა, დავმალულიყავი, სატელეფონო ზარისთვის არ მეპასუხა?!
არასოდეს! ასეთ ფაქტს ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ დაასახელებს.
მაშინ რას ნიშნავს, ჩემი მშობლების სახლში მივარდნა, კარზე კაკუნი და მოხუცი დედისა და ასევე მოხუცი ბიცოლას დაკითხვა. ნამდვილად არ ვიცი, რომელი ტელეკომპანიების ჟურნალისტები ცდილობდნენ ასე დაჟინებით ინფორმაციის მოპოვებას, მაგრამ ჩემმა მოხუცებმა მათ უპასუხეს, არაერთხელ განუმარტეს, რომ მათთან ერთად არ ვცხოვრობ და მაინც, დაკითხვა კიდევ დიდხანს გააგრძელეს. საშინლად ანერვიულეს მოხუცი დედაჩემი, რომელიც ისედაც დიაბეტის მძიმე ფორმით არის ავად
ესეც მას შემდეგ და იმის გამო, რომ ნაცჯალათები შურისძიების მიზნით სასტიკად გამისწორდნენ და უმოწყალოდ მცემეს
ცნობისათვის, დიდი ხანია ცალკე ვცხოვრობ, ჩემს ოჯახთან ერთად, თამარაშვილის ქუჩაზე.
ჩემი საკონტაქტო ნომერი ნამდვილად არ არის გასაიდუმლოებული, თუ რომელიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტს ჩემგან კომენტარის აღება სურს, არ არის პრობლემა, დამიკავშირდეს, ყოველთვის მზად ვარ საპასუხოდ
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ჟურნალისტებს სრულიად თავისუფლად შეეძლოთ დამკავშირებოდნენ, მაგრამ რატომღაც, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩიეს, ასეთი სცენა დაედგათ და ამით თავიანთი სიუჟეტი „გაემდიდრებინათ“, მეტი „ექშენი“ შეექმნათ, რომ ვითომდა, დათო ოქიტაშვილს ეძებენ, რომელიც კონტაქტზე არ გამოდის და იმალება…
აბა, რაღა უნდა ვთქვა ამაზე?!
მე ძალიან შემრცხვებოდა, მეგობრებო?!
P:S. ილოცეთ, დღეს ვინც ეს ჩაიდინეთ, დედა კარგად იყოს, ეხლა ცუდათ მყავს, ილოცეთ
თქვე ფაშისტებო. ვერ გამაჩუმებთ, ვერა, თქვე ნაც-მწამებლებო ვერააააააააა“, – წერს დათო ოქიტაშვილი.