საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც, როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილს მისმა ძმისშვილმა ელენე სააკაშვილმა მიწერა.
“Big uncle! როგორც არასდროს ისე ჭირდები ახლა შენ საქართველოს!
ერთი წლის წინ რომ მითხარი ახლა თუ არ ვიბრძოლებთ საქართველო აღარ იქნებაო, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი თუ რა კოშმარი ტრიალებდა ჩვენს თავს. შენ ყოველთვის უსწრებ დროს და ყველაზე შორს ხედავ. შენი თავგანწირვა ბევრმა ისეთმა ახალგაზრდამ დააფასა ვისაც აქამდე ხელი ქონდა ჩაქნეული.
მე დღეს გწერ, როგორც საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა (მიშას) თაობის წარმომადგენელი და არა როგორც ძმისშვილი. ჩვენ შენ გვჭირდები და გვეიმედები.
ძალიან გთხოვ, დაიწყე საკვების მიღება ნუ გაახარებ საქართველოს მტრებს! ნუ მოგვიკლავ იმედს.
ვამაყობ შენით. ჩვენ ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ. ელენე”,- ნათქვამია წერილში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა.