“ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ თავში მიმდინარე პროცესებით, ფიზიკურად მიჭირდა და მიჭირს ხანდახან ადგომა და სიარული”

464

მომ­ღე­რალ­მა სოფო ბა­თი­ლაშ­ვილ­მა თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში “სთო­რი” ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა და თქვა, რომ “სი­გი­ჟემ­დე ცვა­ლე­ბა­დი” ხა­სი­ა­თი აქვს. მისი თქმით, სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის მი­უ­მარ­თავს და მათი დას­კვნე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო.

“მაქვს ხოლ­მე ეგე­თი დი­ლე­ბი, რო­დე­საც მი­ჭირს დი­ლით ადრე ად­გო­მა. სი­გი­ჟემ­დე, რა­დი­კა­ლუ­რად ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს. ისე კი არა, რომ ოდ­ნავ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ან ცუდ­ზე, რა­დი­კა­ლუ­რად კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ან რა­დი­კა­ლუ­რად ცუდ­ზე და იშ­ვი­ა­თად არის, რომ სა­დღაც შუ­ა­ში მივ­ბან­ცა­ლებ.

რა თქმა უნდა, ეს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მიშ­ლის ხელს. არის ხოლ­მე მო­მენ­ტე­ბი, როცა მი­წევს რა­ღა­ცე­ბის გა­და­დე­ბა, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია.

პა­სუ­ხე­ბი არის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ნევ­რო­პა­თო­ლო­გის მხრი­დან, ფსი­ქო­ლო­გის მხრი­დან და ფსი­ქი­ატ­რის მხრი­დან. ზოგი ამ­ბობ­და, რომ მქონ­და მსუ­ბუ­ქი ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ზოგი ამ­ბობ­და, რომ შფოთვი­თი დეპ­რე­სია. ახლა არ ვმკურ­ნა­ლობ, არც ფსი­ქო­ლოგ­თან დავ­დი­ვარ, არც ფსი­ქი­ატრთან, მაგ­რამ იმ ეტაპ­ზე ვარ, რომ მინ­და მი­ვი­დე და ახ­ლი­დან გა­ვი­გო, რა ხდე­ბა. იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­არ­ქვა სა­ხე­ლი იმას, რაც გჭირს”, – ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

წამ­ყვა­ნის კი­თხვას, თუ რო­გო­რი გა­მოვ­ლე­ნა ჰქონ­და მდგო­მა­რე­ო­ბას, რის გა­მოც, სო­ფომ სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თა, მან ასე უპა­სუ­ხა:
“ძა­ლი­ან რთუ­ლი, უკვე რომ მივ­ხვდი, კონ­ტროლს აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტე მე­პო­ვა ვი­ღაც, ვინც და­მეხ­მა­რე­ბო­და. ეს არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მხო­ლოდ თავ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით, სხე­ულ­შიც, ფი­ზი­კუ­რად მი­ჭირ­და და მი­ჭირს ხან­და­ხან ად­გო­მა და სი­ა­რუ­ლი, უე­ნერ­გი­ო­ბა. ზუს­ტად არ ვიცი ეს არის თუ არა ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, მაგ­რამ მე რო­გორც ვარ, ახა­სი­ა­თებს ბი­პო­ლა­რულ აშ­ლი­ლო­ბა­საც და მეც მაქვს ეს სიმპტო­მი, რომ რა­დი­კა­ლუ­რად ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ და იმ­დე­ნად აღ­მა­ტე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი მაქვს ხოლ­მე, რომ გგო­ნია, ცხრა მთას გა­დად­გამ. ის ერ­თიც ზღვარ­გა­და­სუ­ლია და მე­ო­რეც ზღვარ­გა­და­სუ­ლია (ცუდ და კარგ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნა).

დღე­ში გან­წყო­ბა სამ­ჯერ მა­ინც შემ­ცვლია რა­დი­კა­ლუ­რად. სა­დღაც 3-4 წე­ლია ასე გრძელ­დე­ბა”, – ამ­ბობს სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი.