“74 ადამიანი მოკვდა, სანამ ვინ რამდენი ფაფა ჭამა, მაგას ვარჩევდით”

651

თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში განახლებულ კოვიდსტატისტიკას  სოციალურ ქსელში.ეხმიანება.

74 ადამიანი მოკვდა, სანამ ვინ რამდენი ფაფა ჭამა, მაგას ვარჩევდით. მანამდე ოდნავ ნაკლები, წინა დღესაც მაგდენივე. ძალიან დაშორებულია ერთმანეთს პოლიტიკური “ელიტის” და ამომრჩევლის დღის წესრიგი. ეს ყველაფერი ჩანს და არჩევნების შედეგებზეც აისახება.

პ.ს. ევროპულმა საქართველომ თავისი მედია უნდა გააკეთოს, რომ თავის პოტენციურ ამომრჩეველს მაინც ესაუბროს იმ თემებზე რაც უშუალოდ მათ აწუხებთ.

სხვა გამოსავალი არაა და ვაკეთებთ – ვებიც ამის ნაწილია, პოდკასტსაც გავაკეთებთ – ეგებ მასე შევძლოთ მეინსტრიმ მედიის აურზაურის აცილება”,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.