82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი და პედაგოგი, გელა ჩარკვიანი. მის გარდაცვალებას მთელი საქართველო ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს.
სოციალურ ქსელებში გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას მისი ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ.
მისმა ქალიშვილმა, თეონა ჩარკვიანმა დაწერა:
„გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი – გელა ჩარკვიანი… 💜💜💜💙💙💙
პანაშვიდები დღეს და ხვალ.
პეკინის 14. გასვენება ხუთშაბათს 2 საათზე სახლიდან“.
ამ სამწუხარო ამბავს ეხმიანება გელა ჩარკვიანის შვილიშვილი, მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მაქსიმე, რომელიც წერს:
„ერთად. შენ მიუტან წყალს…“
ქეთათო ასევე წერს მეუღლის მამის გარდაცვალების შესახებ: „შენ წახვედი <3“.