“ორ ადამიანს მოვუხდი ბოდიშს – ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და კახა მამულაშვილს დიდი დახმარების გამო! ძალიან გთხოვთ, ამ საკითხზე არც მეკამათოთ”
დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ამ პოსტზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს არდაწერას მაინც დაწერა ვამჯობინე, მხოლოდ ვიტყვი: ორ ადამიანს მოვუხდი ბოდიშს – ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც დღესაც უდიდეს პატივს ვცემ და მის უზომოდ დამყოლ ხასიათს ვაბრალებ ამ პოსტში მოხვედრას და ქალბატონ ლელა წურწუმიას მეუღლეს, კახა მამულაშვილს, სუბიექტურად, პირადად ჩემთვის გაწეული დიდი დახმარების გამო! ძალიან გთხოვთ, ამ საკითხზე არც მეკამათოთ და ნურც განხილვის საგნად გახდით, კომენტარებში.