“დათო… ბიჭო-ბიჭო!” – გოგა ბარბაქაძის მამობილი კოვიდმა იმსხვერპლა

306

,,დათო… ბიჭო-ბიჭო!” – დაწერა მსახიობმა მაია დობორჯგინიძემ ფეისბუქში და ქმრის, მსახიობ გოგა ბარბაქაძის მამობილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დღეს დილით კოვიდით გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ გოგა ბარბაქაძეს თავის მამობილთან, დათო ნაცარაშვილთან  საოცარად თბილის ურთიერთობა და დიდი სიყვარული აკავშირებდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დათო ნაცარაშვილს კოვიდით გარდაეცვალა  დედა, დედის ორმოცზე _ მამაც. თავად დათო ნაცარაშვილი ჟანგბადამოკიდებული იყო, მაგრამ მძიმე პაციენტად არ ითვლდებოდა. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და დღეს, 14 დეკემბერს  გარდაიცვალა.