”დიკა მას, გთხოვთ ოღონდ დაგვბრუნდით და არ ვიხმაურებთ გაკვეთილზე…“ – დიკა სალაყაიას მოსწავლეები წერენ
დიკა სალაყაია სოცილურ ქსელში წერს:
„ამ მძიმე დღეებში ჩავიკარგე…
ვერ ვუბრუნდები საკუთარ თავს და იმ დიკას ვერ ვპოულობ სულ რომ
სადღაც გარბოდა, სულ რომ ვიღაცას ეშველებოდა, სულ რომ მოუსვენარი იდეები და გეგმები ჰქონდა… ასე მგონია ვერასოდეს ვიქნები ის ვინც ვიყავი. ცხოვრება ორად გაიყო – ბაკომდე და ბაკოს მერე…
ათასობით შეტყობინება მივიღე და ვერავის გიპასუხეთ… არ შემიძლია გუშინ ვცადე ფეხზე ადგომა და კედელ-კედელ ვცდილობ სიარულს… სახლის კარი გავაღე და გავედი… აუტანელი, საშინელი და ცარიელი სივრცე…
ბევრი ვიფიქრე და ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი, რომ არ დავბრუნდებოდი… არც უნივერსიტეტში, არც სკოლებში, არც ლექსებში, არც სიკეთეში მაგარმ…
„დიკა მას, გთხოვთ ოღონდ დაგვბრუნდით და არასოდეს არ ვიხმაურებთ გაკვეთილზე, საერთოდ ხმას არ ამოვიღებთ… სულ თქვენს გვერდით ვიქნებით ისე ძალიან გვიყვარხართ და ვნერვიულობთ, არ მიგვატოვოთ გთხოვთო”.