ახალი წლის დღეებში ყველა ტელეარხსა და ყველა საახალწლო გადაცემაში ჟღერდა სიმღერა ,,ფიფქებო, ფიფქებო”, ასევე სახაალწლო რეკლამებში, ტიხრებში… მღეროდნენ პროფესიონალი მომღერლები, არაპროფესიონალები, კარგი მუსიკალური სმენის პატრონები და სმენის არმქონენი, ბავშვები და დიდები…
სიმღერა, რომელიც ასეთი პოპულარულია, კომპოზიტორ გიული დარახველიძეს ეკუთვნის. ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის თქმით, მუსიკოსმა ეს სიმღერა მისთვის დაწერა.
,,გიულიმ ეს სიმღერა დამიწერა მე… მოკლედ, უარი მითხრეს ძველ სიმღერაზე, შესაბამისად, საახალწლო კონცერტზე. ამას შეესწრო გიული და იქვე, აი, ეს სიმღერა დამიწერა. მაშინ მე ლილუს {შვილი} ასაკის ვიყავი. ბედნიერი ადამიანი ვარ, კრიტიკულ მომენტში ყოველთვის მიმართლებს” – წერს ნანიკო.
გიული დარახველიძე ერთი წლის წინ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„სულ ამ დღისთვის გვამზადებდა, მაგრამ მაინც მოუმზადებლები შევხვდით. სულ მამეორებინებდა, მის პანაშვიდებზე რა მუსიკა უნდა ჩაგვერთო, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ უნდა დაგვეკრძალა… სამწუხაროდ, ბევრი რაღაცის გაკეთებას ვერ ვახერხებთ, იმის გამო, რომ პანდემიაა… მან კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა”, – წერდა მუსიკოსის შვილიშვილი, ირინა გელაშვილი.