ემიგრანტი დედა სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს, მას 17 წლის შვილი გარდაეცვალა.
აზა გოგიბერიძის შვილი ანრი გიორგაძე, ახალი წლის ღამეს მამამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.
„შენი თავი ვინ წამართვა დედი? შენ შემოგევლე დედი… დაგვასამარე დედიკო… მოვდივარ დედი, შენს გაყინულ სხეულს მაინც ჩავეხუტები… ვერ მოგისწარი ჩემო ანგელოზო წამართვეს შენი თავი…“, – წერს ანრი გიორგაძის დედა, ემიგრანტი აზა გოგიბერიძე სოციალურ ქსელში.
ტრაგიკული შემთხვევა ვანში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია 17 წლის ბიჭის დაღუპვა.
როგორც სოციალურ ქსელში ემიგრანტი ქალის ახლობლები წერენ, ანრის დედა წლების განმავლობაში საბერძნეთში მუშაობდა და შვილის გარდაცვალების გამო საქართველოში ჩამოფრინდა.