ალექსანდრე ზაზარაშვილმა დედას ოცნება აუხდინა – რა მოულოდნელი საჩუქარი გამოუგზავნა პატარა მომღერალმა ამერიკიდან?

376

15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი მამასთან ერთად, წელიწად-ნახევარზე მეტია, აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად. იქ საოცნებო პროექტში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა პანდემიის გამო ბევრი გეგმა ჩაიშალა. სამაგიეროდ, ქართველ მომღერალ ბიჭუნას შესაძლებლობა მიეცა, კონექტიკუტის შტატში გამართულ „ნიჭიერში“ მიეღო მონაწილეობა და იქ გამარჯვება მოეპოვებინა.

როგორც ალექსანდრეს დედა, გულიკო ეგნატაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, მისმა შვილმა ამერიკიდან ოცნების მანქანა გამოუგზავნა საჩუქრად:

„ალექსანდრეს არც ერთი დღესასწაული არ გამოუტოვებია, ყველასთვის საჩუქარი რომ არ გამოეგზავნა. სულ სიურპრიზებში ვარ, მანქანაც კი მიყიდა ახლახან. ძალიან მინდოდა, „ბეემვე“ მყოლოდა. მოულოდნელად ჩემი დაქალი ჩამოვიდა ბათუმიდან. თურმე მასთან მოულაპარაკია ალექსანდრეს და მან მომიყვანა მანქანა. ამ მონატრებულზე, ჩემი ოცნება რომ ამიხდინა, ისეთი ბედნიერი ვიყავი!.“, – განაცხადა გულიკო ეგნატაშვილმა.