“თქვენ ხართ ქართველი ერის სირცხვილი! ფუი თქვენს კაცობას“ – ვანდალური ფაქტი თემურ წიკლაურის საფლავზე

1,587

თემურ წიკლაურის საფლავი დააზიანეს, ინფორმაციას ამის თაობაზე სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

“SOS………… გააზიარეთ…
რა სამარცხვინო ხალხი ვართ ხანდახან…
ვიღაც იმბეცილს, თუ იმბეცილებს, ჩვენი საამაყო მომღერლის თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება გაუფუჭებიათ… 
როგორც ჩანს ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ!
მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს… 
ასევე დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი…
გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, არის თაბაშირით გაკეთებული და ხელი აღარ ახლოთ, ვანდალებო!!!!! 
რა ხალხი ხართ, სად იზრდებით, რა აზროვნება და გონება გაქვთ ასეთი სამარცხვინო? ან კი გაქვთ საერთოდ?..
ფოტოებზე ჩანს ეს ვანდალიზმი და თუ ეს პოსტი მივა ამის ჩამდენებამდე, ვეტყვი, რომ თქვენ ხართ ქართველი ერის სირცხვილი! ფუი თქვენს კაცობას და ადამიანობას!!!!“ – წერს ნინა მარჯი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.