“სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი, ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი…“

434

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ახლახან შვილი შეეძინა, თუმცა საქმიანობას ენერგიულად უდგება და შემდეგი წელი სრულად აქვს გაწერილი.

როგორც ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, საკმაოდ დიდი გაჭირვების წლები აქვს გამოვლილი და ყველაფრის ფასი კარგად იცის:

სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი, ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი. არანაირი ბრენდი არ მაინტერესებს, რაც მომწონს, მაშინვე ვყიდულობ. სამოსში კატასტროფულად დიდ თანხებს არასდროს ვიხდი. არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც „არმანი“ უნდა ვიყიდო. შეიძლება, ძალიან ლამაზი 20-ლარიანი კაბა შევიძინო, რომელიც მომიხდება!..