ოზურგეთის „მერცხალის” ყოფილი მეკარე, ლევან კალაჯიშვილი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა. დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაისვა, დაიგეგმა ოპერაციაც, თუმცა სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა.
ლევან კალაჯიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურებიან მისი მეგობრები.
„არ მჯერა ამის გააზრება რომ მიწევს ….
ერთ მერხთან ვისხედით ბევრი წელი, ერთი აზრები გვქონდა, ერთი ურთიერთობა რომელიც არცერთ სხვას არ ჰგავდა, უამრავი ლამაზი მოგონება მაკავშირებს შენთან, მე 6 კლასში ვიყავით სპექტაკლი დავდგით ,,მე ვხედავ მზეს” მე ხატია ვიყავი შენ სოსოია … იმ დღის მერე ასე მივმართავდით ერთმანეთს ჩემო ხატია,ჩემო სოსოია..
ხოდა ჩემო სოსოია შენ ახლა ახლოს ხარ მზესთან და ახლა ნამდვილად ხედავ მას, შენ შენი მზე გულით დაგქონდა ყოველთვის… ახლა მისი ჯერია მან უნდა გაგათბოს და განახოს სინათლის სხივი…. მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ.
შენ ხარ მზე … მზე რომელიც არ ამოვიდააა…… ჩვენი მეგობრობა მზის ფერია … სამუდამოდ“, – წერს ფეხბურთელის თანაკლასელი სოციალურ ქსელში.