“სად არ ვყოფილვარ და რა ვქნა, საქართველო მირჩევნია ყველაფერს”

419

ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად გუდაურში ისვენებს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. როგორც კოშკელიშვილი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, საქართველო ყველას ურჩევნია, რადგან ზამთრის, ზაფხულის, შემოდგომის თუ გაზაფხულის კურორტებით საქართველო საუკეთესოა.

„მეღირსა და ფოტოებიც გადამიღეს, რა თქმა უნდა ფილიპ კირკოროვის ნახმარი პიჯაკიც მოვიგდე, ზუსტად ვიცი ვისაც აქამდე არ ვეგონე ბრჭყვიალა ტანსაცმლის ხამი, გუდაურში რომ მნახა ამ პიჯაკით სნოუბორდის შარვალზე (არ იფიქროთ სნოუბორდზე ვდგავარ ან საერთოდ რამეზე) საბოლოოდ დარწმუნდა ჩემს სერიოზულ პრობლემაში… ვგიჟდები გუდაურზე და ძალინ მიყვარს იქ სიარული, არ ვსრიალებ უბრალოდ ფოტოებს ვიღებ და ნაცნობებს ვნახულობ და „ვაააა შენც აქ ხარ?“-ს ვაკეთებ ყოველ წელს. აი სად არ ვყოფილვარ და რა ვქნა საქართველო მირჩევნია ყველაფერს!!!!! ზამთრის კურორტი გინდა, ზაფხულის, შემოდგომის თუ გაზაფხულის საუკეთესოა!!! მიყვარს ჩემი ქვეყანა ძალიან!“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.