“თავი მხოლოდ ბალიშზე დასადებად რომ არ მაქვს, ამიტომ გავერიდე ამ სიმყრალეს… fuf, როგორ ყარს”

472

“ნაცმოძრაობის”  მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

ისე ყარს აქაურობა, შემოხედვაც კი მზარავს, არათუ ჩართვა იმ სიბინძურესა თუ სიყალბეში, ამ დაკვეთილ ჭაობსა თუ წუმპეში უნებლიედ რომ არ ამოვისვარო ტალახში, რომელსაც უმისამართოდ ისვრიან ერთი მხრივ ფსიქიურად შეურაცხადები, “პარანოიკები” და მეორე მხრივ, “დაკვეთით მიშისტების კლასტერი”…

პ.ს. ცნობისთვის: დედამიწის ზურგზე არ ვცნობ მიშაზე დიდ პოლიტიკურ მოღვაწეს დღეისათვის, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, რეალობის შეფასებასა და აღქმაში გავიჭედო და ტვინი კიდევ იმისთვის არ მაქვს თავში, ვიღაც ჩემზე ჭკვიანმა გარეწარმა ამომიტრიალოს და ბინძური საქმე მაკეთებინოს.

თავი მხოლოდ ბალიშზე დასადებად რომ არ მაქვს და სააზროვნოდაც ვიყენებ ხოლმე, ამიტომ გავერიდე ამ სიმყრალეს და ტალახის უმისამართო სროლას, სადმე უნებლიედ რომ არ მომხვდეს… fuf, როგორ ყარს”– წერს  მეგი გოცირიძე.