“დღეს მამაჩემი და ჩემი უსაყვარლესი ბებია ერთად დავკრძალეთ“

394
ჟურნალისტ ბექა ყორშიას მამა და ბებია ერთდროულად გარდაეცვალა და ორივე მათგანი დღეს დაკრძალა. ყორშია მამასთან ბოლოს გატარებულ წუთებს იხსენებს და პოსტს ავრცელებს.
დღეს მამაჩემი და ჩემი უსაყვარლესი ბებია ერთად დავკრძალეთ.
7 დღის წინ, როცა მამაჩემს რეანიმაციაში შევაკითხე, მითხრა, არც ისეთი სიმპათიური ხარ, ასეთი საშინლად დეპრესიული და მოღუშული გამომეტყველება მოიხდინოო. ეგრევე სიცილი ამიტყდა. მიყურა ცოტა ხანს და მერე მეუბნება: კაცმა რომ თქვას, არც სიცილი გიხდება დიდადო. ეს იყო მისი ბოლო ხუმრობა. ენდი ანდერსონისეული უკანასკნელი “კბენა”. პალატიდან რომ გამოვდიოდი, გადმომძახა, “ჩემპიონი” არაბულად როგორ არისო ? “ბატალ”-მეთქი. ჰოდა, აი ეგ ხარ ჩემს თვალშიო.
ბესო, არ ვარ დარწმუნებული, რომ სადმე, სხვა სამყაროში, ერთმანეთს კიდევ შევხვდებით, მაგრამ რა კარგია, რა ძალიან კარგია, რომ ამ სევდიან და უფერულ გარემოს შენ და მე ერთად ცოტათი მაინც ვახალისებდი❤️