“შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, მთელი ღამე ვერ დავიძინე”

221

სანატორიუმ “ქართლში” დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქ-გვერდზე ეხმიანება:

გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით – მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.

ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში