“ხელოვნურად გაძვირებული მედიკამენტებით გამდიდრებული წურბელების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას”

281

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა!
👍
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა და შეასრულა. წესით, ხელოვნურად გაძვირებული მედიკამენტებით გამდიდრებული წურბელების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას.
თუმცა!
ამ შემთხვევაშიც მკაცრი კონტროლია საჭირო, ამათი ამბავი რომ ვიცით, კოკას ყურს იქიდან მოაბამენ, საიდანაც უნდათ. ოქრიაშვილები, კურტანიძეები და სხვები რასაც მიწის ზემოთ აკეთებენ, ასი იმდენს მიწის ქვემოთ აკეთებენ, ეშმაკის მოციქულები არიან!
😎
ასევე, მკაცრადაა გასაკონტროლებელი ხარისხი!
მე პირადად მაქვს გამოცდილება (ალბათ თქვენც გაქვთ), თუ რა ხარისხობრივი სხვაობაა თურქულ მედიკამენტებსა და საქართველოში შემოყრილ ცარცს შორის.
ფულს აძლევ, ათმაგს, ასმაგს იხდი და ამ დროს არაფერი, პირიქით, იქით გინგრევს ჯანმრთელობას!
გასაკონტროლებელია-მეთქი… არა, ეს სფერო გამოსაძიებელია!
მაგალითად, ,,ასტრა ზენეკას” (შვედეთი) მიერ წარმოებილი ,,rosuvastatin” თურქეთში ღირს 1,64 დოლარი, საქართველოში – 17,78 დოლარი; ფრანგული ,,levetiracetam” თურქეთში ღირს 6,35 დოლარი, საქართველოში – 33,97 დოლარი; ბრიტანული ,,fluticasoni” თურქეთში ღირს 1,65 დოლარი, საქართველოში – 8,74 დოლარი. ნახეთ, როგორი სხვაობაა ფასების მხრივ საქართველოსა და თურქეთში. ჩვენს ქვეყანაში აშკარა ყაჩაღობასთან, თაღლითობასთან და უნამუსობასთან გვაქვს საქმე!!!
😎
მადლობა, პრემიერო!
იმედია, ეს თემა ბოლომდე მივა და დაიხვეწება კიდეც.”