ცისანა სეფიაშვილი სამსახურს ეძებს

227

ცისანა სეფიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურს ეძებს. მომღერალი, ყველას “სწორი” ოცნებისკენ მოუწოდებს, რადგან მის ოცნებას, რომ უსაქმური ყოფილიყო, ეს შედეგი მოჰყვა.

“სამყარო გვისრულებს ოცნებებს!!! იოცნებეთ, არ დანებდეთ და მხოლოდ პოზიტივი – ეს ჩემი ცხოვრების დევიზია.  მხოლოდ ერთ შესწორებას შევიტან: ბოლო 10 ან 15 წელი ვოცნებობდი “უსაქმური” (დიახ, ზუსტად ასე ვიძახდი) ვყოფილიყავი, რომ მხოლოდ ჩემი შვილებისთვის დამეთმო დრო. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ყველა დედა ასეა… მაგრამ ასეთ “უსაქმურობაზე” არ მიოცნებია. 

6 თვეა ვარ “უსაქმური”. ყველას გეცოდინებათ, რომ ვეძებ სამსახურს (ვინც არ იცოდა) და იოცნებეთ სწორად, სამყარო ასრულებს ოცნებებს” – წერს ცისანა ფეისბუქზე.