“ძალიან დამღლელია, იყო ძლიერი ქალი…“

398

„იმედის“ სახე, ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორი დამღლელია, იყო ძლიერი ქალი, რასაც საკუთარ თავს განქორწინებიდან დიდი ხნის განმავლობაში უმტკიცებდა:

„წლების განმავლობაში, შეიძლება, ათი წელიც, ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, რომ მე ყველაფერი შემეძლო. მათ შორის, ბავშვებთან ერთად მუშაობა, გადაღებებზე მათი წაყვანა, მათთვის არაფრის მოკლება, მანქანაში ბავშვებთან ერთად ცხოვრება, თუ ეს საჭირო იყო, ცალი ხელით მანქანის მართვა და მეორეთი ბავშვისთვის ხაჭოს ჭმევა. ამ ათწლიანმა მტკიცებამ, რამდენადაც გამაძლიერა, იმდენად წაიღო ჩემი ენერგია. ახლა მე დიდი შვილები მყავს, დამოუკიდებლები არიან, ყველაფერი იციან და აქვთ. შეუძლიათ, მთელი დღე მარტო იყვნენ და ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ, ეს არის ჩემი ათწლიანი შრომის შედეგი, მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ, ძლიერების მტკიცების პროცესში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად შეილახა, რომ ახლა საერთოდ აღარაფრად მიღირს, ვინმეს რამე ვუმტკიცო. რომ მესმის, ქალი ძლიერი უნდა იყოსო, ვფიქრობ, ხანდახან ძალიან დამღლელია, იყო ძლიერი…“