“კაცებს დედას უ@@ნავ, ასეა?, – უცნაური დიალოგი შედგა ჩემსა და შალვა რამიშვილს შორის”

338

,,ნიუ ლაიფის” დამფუნებელი, მარიამ კუკუნაშვილი

“ძალიან საინტერესო და უცნაური დიალოგი შედგა გუშინ ჩემსა და ბატონ (კი მთხოვა შენობით მომმართეო, მაგრამ მე ბატონოთი მირჩევნია, რატომღაც..) შალვა რამიშვილს შორის. გადაცემის შემდეგ პავილიონში შემომხვდა და მის კაბინეტში შემიპატიჟა. პირისპირ დავსხედით და მითხრა, საინტერესო ხარ და ყოველთვის მაინტერესებდა ლაივში გაცნობაო… მადლობის მეტი რა მეთქმოდა…

შემდეგ ვისკის ბოთლი გადმოიღო. ჭიქა ვისკზე უარი ვუთხარი, თავად დაისხა, დალია და საუბარი განაგრძო… ჩემზე… ქალებს უყვართ როცა მათზე ელაპარაკებიან არა? ტრავმა, დაბალი თვითშეფასების ქალებს…

– შენ განსაკუთრებული ხარ

– ვიცი, ვზივარ კი არა, ისეთი უძილო ვარ, ფაქტიურად სკამზე ვწევარ, თვალს თვალში ვუყრი და ისე ვიმეორებ რომ ვიცი

– ზებუნებრივი ძალები გაქვს, ფაქტიურად ჯადოქარი ხარ, ვეძმა, ხომ სწორია ?

– სწორია

– აი ხომ ხედავ რომ გხედავ

– ვხედავ

– კაცებს სახეს ახევ და დედას უტყნავ, ასეა?

– ესე ჩანს ალბათ ( ნახევრად მძინავს , თან შიგ თვალის გუგებში ვუყურებ)

– იმიტომ რომ სუსტი კაცები გვხვდებიან

– შეიძლება… კაცი კაცმა კაცით კაცმა კაცს … ვაბრუნებ 7 ბრუნვაში ჩუმად ამ სიტყვას და ათასი აზრი მომდის… ისეთი აზრები თქმას რომ აზრი არ აქვს, არც ვამბობ, ფიქრს ვაგრძელებ… ცოტა ხნით საუბარს კიდევ განვაგრძობთ, შემდეგ საათს ვუყურებ, თავაზიანად ვემშვიდობებით ერთმანეთს და იოგაზე გავრბივარ სავსე,

მადლიერებით, მოპატიჟების გამო , ამაყი საკუთარი თავით, სიტუაციის ადექვატურად შეფასებისა და გამკლავების გამო და გამარჯვებულის შეგრძნებით, იმიტომ რომ:

ვხედავ, ვშიფრავ და ადექვატურად ვაფასებ: სიყალბეს, მეთოდოლოგიას, ტყუილს, მანიპულაციას, ,,სიყვარულისა და კომპლიმენტების,, ბომბებს. ხვეწნას, მუდარას, გამოსწორების მცდელობებს და კვლავ ხელახლა ამოშენებულ კედლებს. ქამელეონ, ტრავმა, მოსაზღვრე მონარცისო, ალკოჰოლ, სექსს თუ ნარკოტიკ დამოკიდებულ კაცებს ვხედავ…ვხედავ როგორ ანგრევენ ასეთები ქალებს. ვხედავ და ვცდილობ ხოლმე სხვა ქალებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ და ისიც, თუ რა იქნება შემდეგი …

თქვენ კი დიდი მადლობა ბატონო შალვა გულითადი შეხვედრის, საინტერესო საუბრისა და კეთილი სურვილებისთვის . წარმატებები ყოფილიყოს მუდამ თქვენი თანმდევი

მეც წარმატებები, ქალების გამოღვიძებისა და მუდამ მათი უფლებების სადარაჯოზე….”