”იშვიათად მომიყოლია, ტყუპი ვარ, ხშირად მიფიქრია, მე უფრო გამიმართლა თუ მას”

353

ყოფილი ტელეწამყვანი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში თავის ამბავს ყვება:

,,იშვიათად მომიყოლია – ტყუპი ვარ, უბრალოდ მეორე დედას მოეშალა. ხშირად მიფიქრია, მე უფრო გამიმართლა თუ მას? არჩევანი რომ მქონოდა, ხომ არ დავუთმობდი ადგილს? და ამ კითხვაზე პასუხი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის სხვადასხვა იყო…

დიდი ხანია, მყარად ვარ დარწმუნებული – გამიმართლა მე! სამყაროს ბევრი უსამართლობის მიუხედავად, არსებობს სრულიად ჯადოსნური რამ, რაც ადამიანის გონებას შეუძლია და ეს უპირობო სიყვარულია. მადლობა ამ სიყვარულისთვის ჩემს გამორჩეულდ საუკეთესო მეგობრებსა და ოჯახს.

მადლობა თქვენ ამდენი სითბოსთვის და კეთილი სურვილებისთვის!”.