“ამ ბოლო დროს დამცინავი ხმით მეუბნება: “ქალბატონო თეა“ და ვხვდები, რომ გაბრაზებულია“

605

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პოსტ-ტვ-ის ეთერში ქალიშვილის, მერიკო კაკულიას შესახებ ისაუბრა.

„ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი 42 წლის ასაკში შემეძინა, ეს ძალიან დიდი წყალობაა ღვთის. ამიტომ მგონია, რომ უფრო მარტივად შევძელი კარგი დედობა. 20-25 წლის ასაკში, მგონია, რომ საშინელი დედა ვიქნებოდი. არ მგონია, რომ ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად ვიქნებოდი. მეამაყება, რომ მიუხედავად ამ სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და კავშირის გაჩენა, რაც დედაშვილობასა და მშობლობაში ადრეული ასაკიდან არის უმნიშვნელოვანესი, რომ ზემდგომი იერარქივით კი არ ექცეოდე შვილს, არამედ იყო თანასწორი მეგობარი. ამავდროულად მნიშვნელოვანია მას გაუჩნდეს სურვილი, რომ მოგისმინოს.
მგონია, რომ შეძლებისდაგვარად თვალს ვუსწორებ იმ დიდ ტვირთს, რასაც ჰქვია ღირსეული მშობლობა.
ვატყობ, რომ თუ ზედმეტად დიდხანს დარჩა ჩემს გარეშე, დამცინავი ხდება ხოლმე. ამ ბოლო დროს დამცინავი ხმით მეუბნება: „ქალბატონო თეა“ და ვხვდები, რომ გაბრაზებულია“, – ამბობს წულუკიანი.