ქალი ირწმუნება, რომ უნაყოფობისგან ქმრის მომზადებულმა კერძებმა განკურნეს

274

TikTok-ის მომხმარებელმა სახელად @rachsullivan-მა სოციალურ ქსელში საკუთარი ისტორია გაამხილა – თუ როგორ დაორსულდა ჯანსაღი საკვების წყალობით, რომელსაც მას მზრუნველი ქმარი უმზადებდა. ამის შესახებ THE SUN-ი წერს.

რეიჩ სალივანმა გამოაქვენა ვიდეო, სადაც ჰყვება, რომ მას უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს, მისმა ქმარმა ტომმა კი, რომელსაც ძალიან უნდოდა შვილი, დაიწყო იმის კვლევა, თუ რომელიც საკვები შეუწყობდა ხელს მის ცოლს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში.

როდესაც ექიმებისგან ერთადერთი რეკომენდაცია მხოლოდ ის იყო, რომ “ჩასახვის კონტროლის ცენტრში” წავსულიყავით, ჩვენ გადავწყვიტეთ, საკვები, როგორც წამალი ისე გამოგვეყენებინა,”- ამბობს რეიჩი. ქალის თქმით, მისმა ქმარმა მაცივარზე ცხრილიც გამოაკრა, რომელსაც პროდუქტების შეძენისას იყენებდა. ინგრედიენტების სია სინქრონიზებული იყო რეიჩის მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზებთან. “ძალიან საყვარელია. ყოველ კვირას ის პოულობს ინგრედიენტების შერწყმის ახალ სახალისო გზებს,” – ამბობდა რეიჩი მეუღლის შესახებ.

ოქტომბერში ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, წყვილმა განაცხადა, რომ ისინი უკვე ბავშვს ელოდებიან. ამჯერად ჰორმონების დამაბალანსებელი კერძების ნაცვლად, ტომი ამზადებს იმავე ზომის კერძებს, რა ზომისაც არის ნაყოფი მუცელში, მაგალითად, როცა ბავშვი ატმის ზომის იყო, ქმარმა  ცოლს ატამი მიართვა ნაყინით.