“ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ… სხვისი მიცვალებული გამოგვატანეს”“

291

ფეისბუქმომხმარებელ  თეა წიკლაურს „კლინიკა რუსთავში“ 89 წლის ბებია გარდაეცვალა. კლინიკა რუსთავში“ მიცვალებულები აერიათ და მას სხვა ადამიანის ცხედარი გაატანეს,- ამის შესახებ წიკლაური ფეისბუქში წერს.

კლინიკა რუსთავში მიცვალებული შეგვიცვალეს!!!!

ბებო 💔ჩემო იშვიათო ბებო💔ძალიან მიჭირს, წარსულით ლაპარაკი, შენ მომავლის გმირი ხარ! !❣❣❣
ჯერ ჩვენ უნდა გვქონოდა ყველაფრი, მერე თვითონ და სხვა დანარჩენს;
ჩვენით ხედავდი ირგვლივ ყოველივეს,
9 წლიდან 89 წლამდე შენი ხელ- ფეხი არ გაჩერებულა, 1 ლარიც არ გითხოვია არავისთვის, ერთი წუთიც კი არ წაგირთმევია ჩვენთვის, ერთი საყვედური არ გამიგია შენგან, პირიქით, სულ ცდილობდი შენით მოგეგვარებინა და სარგებელი მოგეტანა შვილებსა და შვილიშვილებისთვის და ასეც იყო!!!
თავის ნაშრომსა და ყველა წუთს რომ აფასებდა, ამიტომ აფასებდა ჩვენსას,….
ამაგი, ზრუნვა, სიყვარული, ერთგულება, გულწრფელობა, და დიდი იუმორი ეს იყო შენი ბუნება და ამ გარემოში გავიზარდეთ, შენი მონაგრი…
ჩემო ფუტკარივით მშრომელო ბებო, როგორ ვაპატიო ” კლინიკა რუსთავს”
შენი გატაცება, დღემდე ვერ გავარკვიე, იქ კრიმინალები არიან თუ მედპერსონალი,
უპასუხისმგებლო, უტვინო, უთავმოყვარეო, ყველა სფეროშია, მაგრამ ეს რაც რუსთავის საავადმყოფომ გააკეთა ამას სახელი არ აქვს …..
კლინიკა რუსთავში გარდაიცვალა ბებო
დაგვირეკეს “”დიდი მწუხარებით “” და სანამ თბილისიდან რუსთავში ჩავედით სხვას
გაატანეს🤢🤢🤢
“ყასაბები” …ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ…. სხვისი მიცვალებული გამოგვატანეს“,👎👎👎🧠 – წერს თეა წიკლაური.