“როდესაც ფოტოებს ათვალიერებდნენ მანქანაზე დაინახეს ბერი გაბრიელი რომელიც წინ მიუძღოდა მათ”

264

სოციალურ ქსელში მოქალაქე მარტვილში მომხდარი სასწაულის შესახებ წერს.

“ვაიმე, მართლა მამა გაბრიელია 🙏

” მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ეს სასწაული. ეს მოხდა მარტვილის რაიონში სოფელ ინჩხურში სადაც შენდება ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი. ფოტოზე ხედავთ ადამიანებს რომლებმაც ჯვარი აღმართეს იმ ადგილზე სადაც ტაძარი უნდა აშენდეს. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ ერთ-ერთმა ადამიანმა რომელიც წინ მიდიოდა გადაიღო ფოტო იმის სანახავად როგორი რთული გზები გაიარეს მათ ამ მადლიანი საქმის შესასრულებლად.
ფოტოს გადაღების მომენტში არაფერი ჩანდა. როდესაც ფოტოებს ათვალიერებდნენ მანქანაზე დაინახეს ბერი გაბრიელი რომელიც წინ მიუძღოდა მათ.
ბერი გაბრიელიც ხომ ამას წერდა. თქვენ ილოცეთ და მე უხილავად თქვენს გვერდით ვიქნებიო ამ ფოტოში კი ხილულად ჩანს.
დიდება უფალს! “