“აკოცეთ ტა*ოზე” – ამერიკელი გუბერნატორი ოპონენტებს მიმართავს

275

დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა, ჯიმ ჯასტისმა საკანონმდებლო ორგანოში წლის შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, ოპონენტებს ძაღლის საჯდომი დაანახა.
“ჩვენში ეჭვი ეპარებოდათ დასავლეთ ვირჯინიის არასდროს არ სჯეროდათ.

ჩვენზე სამყაროში ყველაზე საშინელ ხუმრობებს ამბოდნენ”. – თქვა პოლიტიკოსმა და თავისი ბულდოგი, სახელად ბეიბიდოგი, ხელში აიყვანა და საჯდომით კამერასა და აუდიტორიას დაანახვა.

“და სწორედ ამ პოზიციიდან, ბეიბიდოგი ბეტ მიდლერს და ყველა დანარჩენს ეუბნება, რომ ტაკოზე აკოცონ”. – განაცხადა ჯასტისმა.

ბეტ მიდლერი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დასავლეთვირჯინიელებს “ღარიბი, უწიგნური და დაჩაჩანაკებულები” უწოდა.