„ღამის პრაიმ ტაიმთან“ მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამა პოსტკოვიდური გართულებით გარდაეცვალა და ის ანტივაქსერთა მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო არ აიცრა…
ვერიკო ტურაშვილი:
„ოჯახში ყველამ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ავცრილიყავით, ჩემი შვილიც აცრილია, 18 წლის შვილი მყავს. ერთადერთი, ჩვენი ოჯახიდან იყო მამა, რომელიც გახდა არასწორი ინფორმაციის მსხვერპლი, რომ აცრა ცუდია და არ არის საჭირო. მამა წავიყვანეთ ასაცრელად, მაგრამ არ შემოვიდა. ძალიან მალე დაინფიცირდნენ ჩემი მშობლები და მამაჩემი, რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, პოსტკოვიდური გართულებით გარდაიცვალა…“