“ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ… სამჯერ ვიყავი დაქორწინებული ერთსა და იმავე ადამიანზე…”

მომღერალი აჩიკო ფურცელაძე საქართველოს ტოვებს, ამის შესახებ მან ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.

მისი თქმით ბანკის იპოთეკური სესხი, რომელიც 5 წელიწადში უნდა გადაეხადა გადაიქცა 20 წლიანად, პანდემიის გამო კი ვერანაირად ვეღარ იხდის. არც პირად ურთიერთობებში გაუმართლა და 2021 წელს ოჯახიც დაენგრა.

ბინას ვყიდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად მომიწია ბანკთან ურთიერთობა ზუსტად ამ სახლის შესაძენად. ხუთწლიანი იპოთეკა, ჩემი საქმიანობის დამუხრუჭების გამო, ოცწლიანად იქცა და ეს ძალიან დიდი გარღვევაა. პანდემიამ ყველაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არ არის, გამოვიდა, რომ მე აქ არავის დავჭირდი. არადა, არავისთვის მითხოვია შეუძლებელი, ვისაც ვთხოვე, დამხმარებოდა მუშაობის დაწყებაში ტელევიზიასა თუ რადიოში, იმისთვის, რომ სტაბილური შემოსავალი მქონოდა და პარალელურად სიმღერა და კორპორატიულების წაყვანა გამეგრძელებინა, შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ შედეგად, არაფერი. ვერცერთმა ტელევიზიამ ვერ მონახა შესაბამისი რესურსი. პრაქტიკა არ მაკლია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ის ეტაპია, როცა ყველა, როგორიც არ უნდა იყოს, ყვირის, რომ მაგარია და მე, ეტყობა, დამავიწყდა იმის თქმა, რამდენი რამ მაქვს გაკეთებული წლების განმავლობაში. მივიღე გადაწყვეტილება, ეს სახლი გავყიდო, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში გადავიდე. იქ მელოდება ხალხი, რომელიც აფასებს ჩემს, ეგრეთ წოდებულ, შემოქმედებას და იციან, ჩემი სახით ვისთან აქვთ საქმე. ფულსაც იხდიან და ძალიან კმაყოფილებიც არიან. ყველაფერი ის, რაც აქ მინდოდა, იქ მაქვს.

ასევე იხილეთ