“მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება”

342

თამაზ მეჭიაურის ვაჟი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს ბატონი ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

 

მადლობა ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს თანადგომისთვის. მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება”, – წერს ზაზა მეჭიაური.

შეგხსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.