”ავადაც არ ვხდები, რომ მიშველოს”

264

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თავის მეგობარს, ექიმ ნინო ნადირაძეს საჯაროდ მიმართავს:

,,არაფერია იმაზე მეტი დიდი ბედნიერება და ძლიერი სიხარული, როცა ადამიანი გეგულება და იმედი გაქვს. ხშირად არ ვაწუხებ, მაგრამ რაც ასაკში შევედი, სულ მახსოვს, სულ მეიმედება. ისეთი ძლიერი იმედი მაქვს, რომ ავადაც არ ვხდები, რომ მიშველოს, იმედია ასე ვიქნები დიდხანს. ამას ახლა იმიტომ ვწერ, რომ მისი მადლიერი უცნობი ადამიანები შემხვდნდენ, აქებდნენ და ლოცავდნენ. შენი მეგობარიაო, სიყვარულით მოკითხვა და მადლობა დამაბარეს.
ნინო, პირველი შემთხვევა არ არის, შენი მადლიერი ადამიანები რომ ვნახე, განა არ შემეძლო დამერეკა და პირადად მეთქვა ეს ყველადერი, მაგრამ მომინდა, საქვეყნოდ მადლობა გადამეხადა შენთვის, იმ სიკეთისთვის რასაც შენ აკეთებ.
მიყვარხარ. მინდა, ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული იყო”.