“ერთმანეთისთვის “მიყვარხარ“ არასდროს გვითქვამს… შორს არის მაგრამ, არასდროს მტოვებს”

320

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, რომელიც  ქალიშვილებთან ერთად დუბაიში ისვენებს, სოციალურ ქსელში მის გარდაცვლილ მეუღლეზე წერს.

„როგორ მიყვარსს ეს ადამიანიი!!! დიახ ადამიანი, რადგან მისი შინაარსი, ხასიათი, სიკეთე, უნარი დაინახოს ჩვენს გარშემო მხოლოდ სიყვარული მასავით არ მგონია ვინმეს შეეძლოს.

იმიტომ რომ ახლაც ახერხებს ,,შორს არის მაგრამ ,არასდროს მტოვებს !!!

ერთმანეთისთვის ,,მიყვარხარ,, არასდროს გვითქვამს , და ამაზე ახლა უფრო ვფიქრობ … სიტყვაზე მეტი ჩვენ ვიყავით ერთმანეთისთვის, ეს ურთიერთობებიც ისე ააწყოო გოგიჩამ , რომ სიტყვის ადგილიც არ დატოვა!!! ,,გიშა ლაცა გააავს , რა რამაზიიიი გიჩააა მყავს,,… გიჩა ნახე სად გიპოვეეე და ამოყრიდა პატარა სასაცილო , უცნაურ ფლორა ფაუნას წარმომადგენლებს):): ამას ისეთი ბედნიერებით მეუბნებოდა წარმოუდგენელი იყო , არ გაგხარებოდა :)):):)

მხოლოდ ერთი და იგივე კითხვას ვსვამდი:))

ისე ფრთხილად რომ არ სწყენოდა:

,,ასეთს რომ მხედავ , ახლა ეს კარგია ხომ უნდა გამიხარდეს თქო? ან რანაირად შეიძლება ასეთი თუ ვარ გიყვარდე თქოო, პასუხიც სულ ერთნაირი იყო.

„გიჩა გოგო არა გრცხვენია ამათზე ასე რომ საუბრობ, რა საყვარლები არიან შეხედეო, სამყაროში ტყვილა არაფერი ჩნდება, არც ერთნაირი , ესეიგი განუმეორებელიაო ,აბა სხვა ვინმე ეფერება თავის ,, გრიშას, ასეო !!!ახლაც რომ ვწერ ღიმილი მითამაშებს სველ სახეზე.

ეს უცნაური არამიწიერი და განსხვავებული ჩვენი ურთიერთობები დღემდე გრძელდება !!! რაც ცშორს არის, ბედნიერების შეგრძნება სხვა ფორმით ვისწავლე და ესეც მან მასწავლა, როცა მიხარია იქვე სევდაა რომ მას არ უხარია, არადა უხარია, დიახ უხარია !!!

იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა ეს არ გვეგრძნო ყველას ერთად, მისთვის ძვირფას ადამიანებს !!! უცებ ასეთ დროს როცა მის  „რეაქციას“ ველოდები !!!! არსაიდან ჩნდებუან ადამიანები, მათ მე ,,გოგიჩას გამტარები,, დავარქვი !!რადგან ისინიც რაღაცნაირი განსხვავებული სიკეთით მოდიანნჩენამდე , რომ ამ საოცარი ბიჭის ენერგია და სიყვარული ჩემამდე მოიტანონ!!! არასდროს გვითქვამს

,,მიყვარხარ,, უბრალოდ არ გვჭირდებოდა …. ახლა როცა მასთან მივდივარ, წამოსვლისას მის ბაღში ,,ქვიშაზე,, ვტოვებ ამ სიტყვას …გვიყვარხარ “… წერს ნაითია ბნძელაძე სოციალურ ქსელში.