ჟურნალისტი, რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ემოციურ ისტორიას, რომელიც მას მეტროში გადახდა.
“ახლა, ამ საღამოს, მეტროთი მომიწია მგზავრობა. ბანკის ბარათი არ გაატარა, არა და ანგარიშზე თანხა მაქვს…სხვა გასასვლელზეც დამიწერა, რომ ბარათი დაბლოკილიაო….არა და არააა.
ჩანთას ვხსნი და სანამ სხვა ბარათს ამოვიღებ, წამებში ასე 25 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი გაჩნდა და თავის ბარათით გამატარა….არ არის პრობლემა დაგვპატიჟებთ-ო…განა რა, მაგრამ დღევანდელ დროში კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები.
მადლობის თქმა მოვასწარი და გაუჩინარდა. გული გამითბა….ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი.
მადლობა ამ ბიჭს, რომლის სახელიც არ ვიცი…ასეთი სამოქალაქო, მაღალი შეგნების ადამიანები ქმნიან სახელმწიფოს. ასეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ბევრი კეთილი თვალი და გულია!!!”, წერს სამხარაძე.