“ვიცი, რომ წინ დიდი და რთული გზაა, მაგრამ ერთ დღეს, გპირდები, ჩემით იამაყებ”

324

კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს მისი შვილი, დათი ფაჩულია:

“დათი ფაჩულიას მილოცვა მამას:

“მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ოჯახისთვის აკეთებ და იცოდე, რომ ჩემი ინსპირაცია ხარ. მადლობა, რომ გჯერა ჩემი და მხარს მიჭერ. ვიცი, რომ წინ დიდი და რთული გზაა, მაგრამ ერთ დღეს, გპირდები, ჩემით იამაყებ. იმ სიყვარულმა, რომელიც შენი ქვეყნის მიმართ გაქვს გამიჩინა სურვილი, რომ მეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მიუხედავად იმისა,რომ ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჩვენს ფესვებს. მიყვარხარ, მამა. ბედნიერებას გისურვებ”, – აღნიშნულია მილოცვაში, რომელიც თავად ზაზა ფაჩულიას ოფიციალურ ფეისბუქზე ვრცელდება.