“პარლამენტში შეეთრნენ, თავისი გაინაღდეს და იქაც ვეღარ ვხედავთ ამ ხალხს”

211

მომღერალმა გია სურამელაშვილმა რუსკა მაყაშვილის გადაცემაში განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭის ყრას ისევ აპირებს.

გადაცემაში სტუმრობისას, მან პარლამენტარებზე ისაუბრა და ხალხს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, დახმარებას დაპირდა.

“მე როგორღაც რამით მაინც დავეხმარები ხალხს. პარლამენტში ადამიანები შევიდნენ და ვითომც არაფერი… იძახდნენ ხან რას, ხან რას და შეეთრნენ, შებლაყუნდნენ, გაინაღდეს თავისი და იქაც ვერ ვხედავთ ამ პოლიტიკოსებს. გპირდებით ყველაფერი მაგრად იქნება” – განაცხადა სურამელაშვილმა.