როგორ ცხოვრობს ქართველი პრინცესა – “ჩვენი სიყვარული ახლა უფრო ძლიერია”

296

ქრისტინე ძიძიგურის ცხოვრება 21-ე საუკუნის ზღაპარს ჰგავს. ლამაზი ქართველი გოგონა ჯერ ,,ერისიონის” მოცეკვავე გახდა, შემდეგ 2008 წელს ვიცე ,,მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა, მოგვიანებით კი საფრანგეთში ,,დიორის” პარფიუმერიული სახლის სახე გახდა. მას მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ბევრ წარმატებასაც მიაღწია მსოფლიო პოდიუმზე, მაგრამ პრინცს შეხვდა და ნამდვილ პრინცესად იქცა.

ქართველი და ევროპული სამეფო ოჯახების შთამომავალმა, იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელმა და ქრისტინე ძიძიგურმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, 4 წლის შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს ჯვარი. 2019 წელს მათ ოჯახში უფლისწული ბაგრატი დაიბადა. ქრისტინე პოდიუმებს ჩამოშორდა და სახელმწიფო სტრუქტურაში საქმიანობს, კერძოდ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.

ქრისტინე, რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?

– ძალიან ლამაზი ეტაპი მაქვს. 2019 წელს გავხდი დედა და ჩვენს ბედნიერ ოჯახს პატარა ბაგრატი შემოემატა.დედობა დიდი ღვთის წყალობაა, ეს საოცარი გრძნობაა, არაფერს შეედრება. ბაგრატის დაბადებამ მოგვიტანა უდიდესი ბედნიერება, პასუხისმგებლობა. მე და იოანე ვცდილობთ, ყველა გადაწყვეტილება ისე მივიღოთ, რომ ბაგრატისთვის საუკეთესო იყოს.

როგორი მამა აღმოჩნდა თქვენი მეუღლე?

-ძალიან მეხმარება,სრულად ინაწილებს პასუხისმგებლობას. იოანეს ჰქონდა დიდი სურვილი, აღესრულებინა მისი ბაბუის, პრინც ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის, ოცნება, დაბრუნებოდა თავის ფესვებს და ეცხოვრა საქართველოში. მან მთხოვა, ხელი შემეწყო მისთვის, თითქმის საუკუნის წინ ევროპაში მისი ოჯახის იძულებით გადასახლების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულიყო და აქ დაეწყო ცხოვრება.

როგორია დღეს თქვენი სიყვარული?

– უფრო ძლიერი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და ერთგული.