როგორია კოვიდინფიცირებული მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

412

რამდენიმე დღის წინ ცნობილ ტელეწამყვანს, მაია ასათიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ როგორც ჩანს მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ მაია ასათიანი “ინსტაგრამს_სთორიში” წერს და მადლობას უხდის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს:
“ბევრად უკეთ ვარ მეგობრებო, მადლობა ყველას მოკითხვისთვის და უღრმესი მადლობა ლევან რატიანს და მის კლინიკის გუნდს” -წერს მაია ასათიანი.მაია ასათიანი თავიდან კორონავირუსს სახლში ებრძოდა, თავის ორ ძაღლთან ერთად.. მარტო მცხოვრებ მაია ასათიანს ხანდახან სტუმრობენ დედა და ნახევარდები.

აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანს უკვე მეორედ შეხვდა კოვიდ-19, პირველად სექტემბერში დაუდასტურდა და მაშინაც კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.