“სად მიდიხართ ასე ნაადრევად, რატომ დააცარიელეთ ქალაქი”

313

ქუთაისი თავის კოლორიტს დასტირის – მუსიკოსს და პოეტს თამაზ მონიავას. ის დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.

,,ვაიმე, ვერ ვიჯერებ, როგორი ადრე იყო შენი გარდაცვალება, როგორ ვერ შეეგუე დედასთან განშორებას. ძალიან მატკინე გული”, ,,უკარგესი, უნიჭიერესი კაცი დაკარგა ქუთაისმა, უფალმა გაანათლოს შენი სული თაზო, გული მაქვს გაგლეჯილი”, ,,როგორ მიყვარდა! წაიღო ჩემი გული”, ,,უპრეტენზიო, თავმდაბალი, ქუთაისის კოლორიტს თუ ვინმეს უწოდებდი, ეს იყო უპირველესად თაზო მონიავა, მაგრამ მას არ იწვევდნენ ცენტრალური ტელევიზიები, რატომ? არ იყო კონფორმისტი, თავისი ,,მე” ჰქონდა და არ ღალატობდა მას”, ,,სად მიდიხართ ასე ნაადრევად ასეთი ადამიანები, რატომ დააცარიელეთ ქუთაისი უთქვენოდ”, ,,თაზო, რა ტკივილიანი ამბავი გავიგე, უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ჩემო მეგობარო”, ,,ეს რა ტკივილიანი დღე დადგა”.