“თამაზ მეჭიაური მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკაში იყო და იქიდან ღარიბი წამოხვიდე“

473

ზურა ბურდული სოციალურ ქსელში წერს:

ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ თამაზ მეჭიაურის საფლავი 300 არაგველის მემორიალთან იქნება. ეს კაცი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება 3 ათეული წელზე მეტი ქართულ პოლიტიკაში იყო და იქიდან სუფთა, რეპუტაცია შენარჩუნებული, ისევ ღარიბი წამოხვიდე. (მსგავსი პრეცენდენტი ჩვენ რეალობაში არაა.) ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, როგორ ემსახურო შენ ხალხს. მეჭიაურის ფენომენი სიკვდილის მერე მაინც უნდა გამოიყენოს ამ ქვეყანამ!“