“არ მესმის რას ნიშნავს ეს?” – ზურა ყიფშიძე დავით დოიაშვილთან დაპირისპირებაზე ალაპარაკდა

452

მსახიობმა ზურა ყიფშიძემ ნიკა ხაჩიძის გადაცემაში დავით დოიაშვილთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“დოისთან მომივიდა შელაპარაკება, რომელიც სისულელეში გადაიზარდა. მან ვერ მაპატია, მე ბოდიში ვიხადე მასთან. პირისპირ შევხვდი, ვუთხარი, რაც გინათ ის მიქენით მეთქი, მაგრამ რაღაცაში მართალი ვიყავი. 

მე უნდა მესაუბრა ცუდად ჩაწერილ ტექსტთან, ვთქვი არ შეიძლება ხარისხიანად ჩაიწეროს ეს ტექსტი-მეთქი და მითხრეს, დაიკიდე, ფრანგებისთვის კეთდებაო. არ მესმის რას ნიშნავს ეს?

ეს პატარა შელაპარაკება აგორდა, სპექტაკლიდან მომხსნა და სხვამ ითამაშა” – განაცხადა ყიფშიძემ.