“ ღმერთს ვთხოვ, ამის მეასედი შევძლო ჩემი სამშობლოსთვის”

8,933

დიკო გიგუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემი სამშობლო შენ ხარ <3

თამრიკო, მე შენით ვისწავლე სამშობლოს სიყვარული. ისეთები გკიცხავენ ვისაც ერთი შენი სიმღერაც არ მოუსმენია. მე ხომ ვიცი, 40 წელია ვიცი შენი გული, შენი ფიქრები, არასდროს არავინ შემხვედრია შენსავით სუფთა, ბოდიში 🙏 რომ ასე გატკინეს გული, ასე წაგბილწეს შენმა ქართველებმა, შენმა სამშობლომ არაფრისთვის.
ამდენი წელია ქართული სიმღერები დაგაქვს მსოფლიოში და აყვარებ ხალხს. 2008 წლის ომიდან მოყოლებული ზუსტად კრემლის დარბაზიდან დაწყებული მთელს რუსეთს ასმენინებ ყველა კონცერტზე ,,ჰერიო ბიჭებს”, ,,მრავალჟამიერს”, ,,დედის ტირილს”, ,,საქართველოს” და გიკრავენ ტაშს სიყვარულით. არასდროს დაგიკარგავს ქართველობა და სიამაყით ხარ ყველგან ქართველი. შენი სიყვარულით უამრავმა რუსმა ქართული წერა-კითხვა ისწავლა.

ღმერთს ვთხოვ 🙏 ამის მეასედი შევძლო ჩემი სამშობლოსთვის.

თამარი არის მსოფლიოს საკუთრება.
ეს ომი პუტინის მმართველობისაა და არა მთლიანი რუსების..
თამარის დედა უკრაინაში დაბადებულია და ყველა თქვენგანზე მეტად სტკივა მის ოჯახს ეს ომი.
თამარს უამრავი უკრაინელი ურეკავს და აქეთ ამხნევებს, რადგან თამარს ახლა ყველაზე მეტად უჭირს, 3 ომში იბრძვის და ერთ დღეში ყველა გმირი ვერ გახდება და ის უკვე დიდი ხანია ისედაც გმირია და ქართული სიმღერა რუსეთში არის მისი იარაღი მშვიდობის და დიდი ბოდიში თუ თბილისში რესტორნებში სამღერლად ვერ დარჩა !”