“დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე – არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს”

399

„ომი შევიგრძენი…დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე – არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს“, – დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედ არის წასული სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მას შემდეგ, რაც ომი შევიგრძენი და ვუყურე ამ მებრძოლებს, მივხვდი, რომ რემბო სულელი პერსონაჟი ყოფილა. დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე, სევდიანი იყო ამ იარაღ-ასხმული ვაჟკაცების ყურება ბრძოლის წინ. დავრბოდი 44 ზომა ფეხსაცმლით ხელში და ვაზომებდი, იქნებ მოერგოს და ფეხი არ გაეყინოს-მეთქი, მაინც არ მოერგო… ნეტავ იცოდეთ როგორ შემიყვარდა ყოველი მათგანი და როგორი ემოციებით ვეგებები ყველას დილაობით. ასეთი სიყვარულით არასდროს მითქვამს სიტყვა “შეგერგოს”, რადგან მე ვნაყრდები ამ ხალხის ყურებით. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთი მშვიდი და ლაღი, როგორიც აქ ვარ, სადაც არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს“, – წერს დომენიკ მანგო.