“არდადეგები და მკურნალობა ემიგრაციაში წასვლას არ ნიშნავს”

325

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სულ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვამ ოჯახ­თან ერ­თად რუ­სე­თი და­ტო­ვა. გაჩ­ნდა უამ­რა­ვი ვერ­სია იმის შე­სა­ხებ, თუ სად გა­ემ­გზავ­რა მომ­ღე­რა­ლი. ზოგი წერ­და, რომ ის ამე­რი­კა­ში შვილ­თან გა­ემ­გზავ­რა, ზო­გი­ერ­თის თქმით კი, ბრი­ტა­ნეთ­ში და­სახ­ლდა. თუმ­ცა ბოლო ვერ­სი­ით, ალა პუ­გა­ჩო­ვა ის­რა­ელ­ში ქა­ლაქ კე­სა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

პუ­გა­ჩო­ვა-გალ­კი­ნის წყვი­ლი დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებ­დნენ და ქვეყ­ნი­დან მათი უე­ცა­რი გაქ­რო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ებს სა­ჯა­როდ არ პა­სუ­ხობ­დნენ.

გუ­შინ რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და რუსი მა­მა­ოს ქა­და­გე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვას რუ­სე­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ჰა­ე­რი გა­სუფ­თავ­და. “გრძნობთ, რო­გორ გა­სუფ­თავ­და ჰა­ე­რი, რაც ალა პუ­გა­ჩო­ვამ რუ­სე­თი სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვა?.. უფა­ლო, რო­გორ ვე­ლო­დი ამას!” – ამ­ბობს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

დღეს პრი­მა­დო­ნამ “ინ­სტაგ­რამ” გვერ­დზე ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ იმ­ყო­ფე­ბა.

“ნუ გი­ხა­რია, ან­დრი­უ­შა… არ­და­დე­გე­ბი, შვე­ბუ­ლე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლას არ ნიშ­ნავს. მე ისევ დავ­ბრუნ­დე­ბი და ვი­ლო­ცებ შენ­ზე შენს ეკ­ლე­სი­ა­ში” – მი­მარ­თავს ალა პუ­გა­ჩო­ვა სა­სუ­ლი­ე­რო პირს.

დღეს, ერთ-ერთი რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დია, მომ­ღერ­ლის ახ­ლო­ბელ­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ ალა ნამ­დვი­ლად სამ­კურ­ნა­ლოდ იმ­ყო­ფე­ბო­და ის­რა­ელ­ში. მისი თქმით, ბოლო დროს 72 წლის მომ­ღე­რა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­მა შე­ა­წუ­ხა და სამ­კურ­ნა­ლოდ ხში­რად სტუმ­რობ­და ის­რა­ელს.