მამა პეტრე კოლხი (კავარცხელია) პოლონეთში მყოფ ქართველ ემოგრანტზე წერს, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს:
“პოლონეთის ქალაქ შჩენიცში, უნილუბესკიეს 1,71-252 ში, აპარატზეა შეერთებული ქართველი ემიგრანტი ზაზა დავითაძე, რომელიც არ ყოფილა მონათლული… თუმცა მისი სურვილია მოინათლოს…
არ ვიცი, იმ ქალაქში არის თუ არა მართლმადიდებლური ეკლესია და ყავთ თუ არა სასულიერო პირი, მაგრამ უკიდურეს სიტუაციაში, ნათლობის წესის შესრულება შეუძლია ერის კაცსაც, მაგრამ გადარჩენის შემთხვევაში ნათლობა სრულად ჩატარდება…
ღმერთმა გადაარჩინოს, მანამდე მისი სურვილი იქნებ შევასრულოთ და ვინმე ღვთისნიერი აღმოჩნდეს მასთან ახლოს, რომელიც უყურადღებოდ არ დატოვებს პაციენტის თხოვნას… ამაზე უკეთესი სიკეთე არ არსებობს…
გთხოვთ, გადააზიარეთ და ბევრმა წაიკითხოს… ვიღაც მაინც გამოჩნდება!..
ღმერთმა დალოცოს ზაზა!..”, – წერს სასულიერო პირი.