ია ფარულავამ “რუსთავი 2” დატოვა

949

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა. ამის შესახებ ფარულავა ვიდეომიმართვისას აცხადებს.

მისი თქმით, ტელეკომპანიაში “ფარული კონვერტის” ბოლო გადაცემა უკვე დაამონტაჟა.

ვიდეომიმართვაში ტელეწამყვანი არ განმარტავს რატომ ტოვებს “რუსთავი 2”-ს, ან რომელ ტელეკომპანიაში გააგრძელებს მუშაობას.