„ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლებთ, ალა ბორისოვნა, თქვენ ჩვენი ალა ხართ“

640

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და რუსული ესტრადის ცნობილ მომღერალს, ალა პუგაჩოვას მიმართავს, რომელმაც უკრაინასთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთი დატოვა.

„ჩემი ბლოგის ბოლო ვიდეოს ვწერ ახლა, ჩვენ გამოვედით კომფორტის ზონიდან, შემდეგ რა იქნება? ჩვენ იმუნიტეტი გვაქვს და მოვძებნით გზებს, როგორ შევაერთოთ ისევ ჩვენი გული და სხეული. ჩვენ არ დავიკარგებით, ისევ ერთად ვიქნებით, ჩემო პუბლიკა…

ამ დღეებში „ინსტაგრამზე“ ჩემი საყვარელი მოძღვრის, ანდრეი ტკაჩოვის ვიდეო შემხვდა, რომელიც სიხარულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წავიდა.

ამასთან აკავშირებით თბილისიდან დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მკითხა, მართალი იყო თუ არა ეს ინფორმაცია, მართლა დატოვა თუ არა ალა პუგაჩოვამ რუსეთი? – მე ეს ინფორმაცია დავუდასტურე. – როგორ, რუსეთი წავიდა რუსეთიდანო? – გაუკვირდა მას. ეს იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანისთვის ალა პუგაჩოვა რუსეთის სიმბოლოა და ალა პუგაჩოვა არის რუსეთი!!! 

ალა ბორისოვნა, თქვენი პასუხი ამ ვიდეოზე იყო ბრწყინვალე, გონებამახვილური და ფანტასტიკურად ნიჭიერი. თქვენი შემოქმედება, რომელიც პირადად მე მაინტერესებს [მშობლებმა მასწავლეს, რომ სხვის პირად ცხოვრებას არ უნდა შევეხო], მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი მსახიობური ნიჭი, თქვენ მღეროდით ისეთ კომპოზიციებს და გვაძლევდით არტისტიზმის საოცარ მაგალითს. ქალი, რომელიც მღერის… ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლებთ, ალა ბორისოვნა, თქვენ ჩვენი ალა ხართ და ჩვენი იქნებით ყოველთვის“, – ამბობს თეონა კონტრიძე.